წმიდანები და ეკლესიის მამები
წმიდა მეთოდე აღმსარებელი
ბერი სიცილიის სირაკუზიდან, რომელმაც ხატმებრძოლ იმპერატორ მიქაელ II-ს ხატების დამცველი პაპის წერილი მიუტანა; ამისთვის გაროზგეს და წლობით კუნძულზე, სამარხში, ორ ავაზაკთან ერთად გამოკეტეს. გათავისუფლებულმა ხატების დაცვა განაგრძო. 843 წელს, უკანასკნელი ხატმებრძოლი იმპერატორის სიკვდილის შემდეგ, იმპერატრიცა თეოდორამ იგი პატრიარქად დაადგინა, და იმავე წლის დიდი მარხვის პირველ კვირიაკეს მათ ხატები კვლავ შეაბრძანეს აია-სოფიაში: ეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად იმავე კვირიაკეს აღნიშნავს და რისთვისაც სინოდიკონი შედგა. მიიცვალა 847 წელს. ხსენება: 14 ივნისი.
წყაროები
- The Synodikon of Orthodoxy ტექსტი
- The Life of St. Methodius of Constantinople
- The Triodion, the First Sunday of Great Lent archive.org, სათხოვრად
- The Menaion, 14 June OCA-ს კალენდარი